×

დააგროვე ცოდნა!
"დააგროვე ცოდნა COVID-19 პანდემიის პირობებში" არის ჯირსას სოციალური კამპანია, რომელიც დაიწყო 2020 წლის ივნისში და დასრულდება 2022 წლის სექტემბერში.

პროექტის პარტნიორია ინჰუას აკადემია. 

კამპანიის ძირითადი მიზანი არის, სხვადასხვა ენის შესწავლით დაინტერესებული ადამიანებისთვის მოკლევადიანი უფასო კურსის ან მასტერკლასის შეთავაზება, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, სტუდენტს იპოვოს სასურველი ენა, გაეცნოს ენის ლოგიკას, დაიწყოს შესწავლა სწორი მიმართულებით და, რაც მთავარია, გამოიყენოს სამომავლო კარიერაში; 
მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალურ კამპანიას ამ დრომდე 15000-ზე მეტი ადამიანი შემოუერთდა და 3000-მდე შერჩეულმა მონაწილემ დისტანციურად გაიარა:
🔸ჩინური
🔸არაბული
🔸კორეული
🔸თურქული
🔸იაპონური
🔸პოლონური
🔸ინგლისური 
🔸გერმანული
და სხვა ენის საბაზისო უ ფ ა ს ო კურსი, ერთი საცდელი მეცადინეობა ან მასტერკლასი ენის ფილოლოგებთან. 

2022 წლის მარტში დაგეგმილია სხვადასხვა ენის ე რ თ ი უფასო საცდელი მეცადინეობა-მასტერკლასი. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს. შეგიძლიათ დაესწროთ ერთი ან რამდენიმე ენის მასტერკლასს. 

➡️ უფასო მასტერკლასი 

რეგისტრაცია დასრულდება 13 მარტს. მასტერკლასები იქნება 14-30 მარტის პერიოდში, საღამოს საათებში. მასტერკლასის დაწყების ზუსტ დროსა და საათზე დავუკავშირდებით ყველა შერჩეულ კანდიდატს.
შეხვედრები იქნება სხვადასხვა ენის ფილოლოგთან ონლაინ, Zoom ან Google Meet-ში. 

მასტერკლასის მიზანი: 

არ გულისხმობს სასწავლო კურსს, ლექციას ან გაკვეთილს. მასტერკლასი არის ერთჯერადი სახის, ინტერაქციული და ზოგადი სახის შეხვედრა.  გაეცნობით პედაგოგის, კონკრეტული ენას/კულტურას ზოგადად, იქნება სახალისო, საინტერესო აქტივობები, მინი ვირტუალური ტური, საბაზისო სიტყვის დამახსოვრება, გამოწერა და ენის ლოგიკის აღქმა. 
მასტერკლასის შემდეგ შესაძლებელია ენის შემსწავლელ კურსებზე რეგისტრაცია.

მასტერკლასის შემდეგ ყველა მონაწილეს ჩვენი ელ-ბიბლიოთეკისგან საჩუქრად გაეგზავნება თემატური ელ-წიგნი.

➡️ ენის შემსწავლელი კურსები და დეტალები

აპლიკანტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
ყველა რეგისტრირებული სტუდენტის ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი შეინახება ჩვენს ბაზაში, არის კონფიდენციალური და არ გასაჯაროვდება სხვა პირებთან. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაემატეთ ➡️ ფეისბუქის დახურულ ჯგუფში ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: ✉️ career@gyrsa.org

ჯირსა
გისურვებთ წარმატებას!