×
ესსეების კონკურსი  📝 შორეული აღმოსავლეთი: ჩინეთი • იაპონია • კორეა
გაიმარჯვე ესსების კონკურსში!

თუ კარგად წერთ და, ამავდროულად, გიყვართ აზიური თავგადასავლები, მაშინ პროფესიის, განათლების საფეხურის, ასაკისა და სხვა მახასიათებლების შეუზღუდავად, გაიმარჯვე ესსების კონკურსში!

ესსეს თემა: შორეული აღმოსავლეთი: ჩინეთი • იაპონია • კორეა

ძირითადი მოთხოვნები ესსეს გამოგზავნისას:

1. MS Word ფორმატი, ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12;
2. თუ ტექსტში იყენებთ გრაფიკებს, დიაგრამებს, ფოტოებს, ჩასვით მაღალი ხარისხის JPG ან PNG ფორმატით;
3. თუ იყენებთ სხვა ესსების ციტირებას, დაიცავით წყაროების დამოწმების და პლაგიატის წესები;
4. ესსეში არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, დისკრიმინაციის შემცველი ფრაზები;
5. თუ ხართ არასრულწლოვანი და არ იცით MS Word-ის ფაილის გამოყენება, დაწერეთ ხელით, გადაუღეთ ფოტოსურათი და გამოგვიგზავნეთ;
6. ესსეს შექმნამდე, აუცილებელია აირჩიოთ ერთ-ერთი ქვეყანა ჩინეთი, იაპონია ან კორეა და დაწეროთ ამ ერთი ქვეყნის შესახებ. 
7. ესსების შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ინდივიდუალურ და შემოქმედებით ხედვას, მშობლიური ენის სტილისტურ-გრამატიკულ გამართულობას.

გამოვლინდება 3 გამარჯვებული.


1. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება სასტუმრო, Wyndham Grand Tbilisi-ს საკონფერენციო დარბაზში, შორეული აღმოსავლეთის ღონისძიებაზე, 16 სექტემბერს. ღონისძიების დეტალებს იხილავთ ბმულზე.

2. 16 სექტემბერის შორეული აღმოსავლეთის ღონისძიებაზე გამარჯვებულ მონაწილეებს ექნებათ დასწრების სასაჩუქრე ბილეთი. 

3. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები ჩვენგან და პარტნიორებისგან!

4. გამარჯვებულებს გადაეცემათ VIP სერტიფიკატი, ყველა მონაწილეს კი - სერტიფიკატი. შორეული აღმოსავლეთის ღონისძიებაზე გამარჯვებული და ჯირსასგან მოწვეული პირების გარდა, ბილეთი ფასიანია. 

5. გამარჯვებულების ესსები გამოქვეყნდება ჩვენს ვებსაიტზე;


🔵  ესსები მიიღება 14 სექტემბრის, 18:00 საათის ჩათვლით; 
🔵ჯირსა უფლებამოსილია, კონკურსიდან მოხსნას ესსე, რომელიც არ შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს.

🔵 ესსე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: ✉️ career@gyrsa.org
🔵 გამოგზავნისას Subject ველში მიუთითეთ: „ესსების კონკურსი: შორეული აღმოსავლეთი"
🔵 ესსეში მიუთითეთ: თქვენი სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. 

👉 დამატებითი შეკითხვებისთვის გაწევრიანდი ჯირსას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში და მიიღე ინფორმაცია სხვა აქტივობების შესახებ!

იკვლიე, ისწავლე და დაგეგმე შენი კარიერა ჩვენთან ერთად!

ჯირსა
გისურვებთ წარმატებას!