საქართველო თანამედროვე გამოწვევების წინაშე: თეორია და ემპირია
საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაციის • GYRSA-ს ორგანიზებით, 18 აპრილს, შაბათს, გაიმართება ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველო თანამედროვე გამოწვევების წინაშე: თეორია და ემპირია.“
კონფერენციის მიზანია თანამედროვე საქართველოს სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური გამოწვევების თეორიული გააზრება და ემპირიულ კვლევებზე დაფუძნებული აკადემიური მსჯელობის ხელშეწყობა. კონფერენცია აერთიანებს ავტორებს, მკვლევრებსა და აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების აქტუალურ პროცესებსა და პრობლემებზე მუშაობენ. კონფერენციის ფორმატი ხელს უწყობს აკადემიური დიალოგის გაძლიერებას, სხვადასხვა დისციპლინური მიდგომის ურთიერთდაკავშირებას, კვლევითი გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე საქართველოს გამოწვევების შესახებ კრიტიკული, არგუმენტირებული და ინტერდისციპლინური ცოდნის გაღრმავებას.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს:
🟣განათლების საკითხებს;
🟣სოციოლოგიასა და მომიჯნავე სოციალურ მეცნიერებებს;
🟣თანამედროვე საქართველოს გამოწვევების შესახებ ინტერდისციპლინურ კვლევებს.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, დამოუკიდებელ ავტორებსა და საკონფერენციო თემატიკით დაინტერესებულ პირებს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
1. მომხსენებლის რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 აპრილი
2. ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 აპრილი; ელ:ფოსტა: career@gyrsa.org; Subject ველში მიუთითეთ: „საკონფერენციო ნაშრომი - სახელი, გვარი.“
3. ნაშრომების განხილვის, უკუკავშირის ვადა: 1-დან 15 აპრილის ჩათვლით, ეტაპობრივად
4. მსმენელად რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 აპრილი, რეგისტრაციის ➡️ბმული⬅️
იხილეთ ნაშრომის გაფორმების ინსტრუქცია, წარსადგენი პრეზენტაციის რეგლამენტი და გაფორმების ინსტრუქცია: ➡️ბმული⬅️
კონფერენციის მონაწილეებზე გაიცემა:
▪️კონფერენციაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი წინასწარი ცნობა
▪️ორენოვანი ციფრული სერტიფიკატი
▪️საკონფერენციო მოხსენებების კრებული გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: www.gyrsa.org
▪️კონფერენცია ჩატარდება Zoom პლატფორმაზე.
▪️კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
🟦მომხსენებლის მონაწილეობის საფასური: 90 ლარი (გადახდის ბოლო ვადა: 11 აპრილი)
🟦მსმენელებისთვის დასწრება თავისუფალია (სერტიფიკატი არ გაიცემა)!
საბანკო რეკვიზიტები:
ორგანიზაციის საბანკო ანგარიში ლარში: GE76BG0000000827081000
ბანკი: საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაცია
საიდენტიფიკაციო კოდი: 427721398
დანიშნულება: “ჯირსას ონლაინ კონფერენცია - სახელი, გვარი”
თუ საფასურს რიცხავთ საზღვარგარეთიდან, გადმორიცხვამდე დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე: +995511219221
გისურვებთ წარმატებულ კონფერენციას!
პროექტის ადგილი
მდებარეობა
ONLINEპროექტი დასრულდა!