×
  • ვთანამშრომლობთ ჩინეთის უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან 2024 წლის სტიპენდიების კონკურსისთვის!

    2024 წლის გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრისთვის გავცემთ ერთწლიან (ჩინური ენის პროგრამა) ან უმაღლესი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტიპენდიას ჩინური ენის შესასწავლად (ყველა დონისთვის), ან ნებისმიერი სხვა პროფესიისთვის.

    🔸ადგილების რაოდენობა: 15 სტუდენტი (2024 წლისთვის)
    🔸ასაკი: 18-50 წელი
    🔸სწავლა იწყება 2024 წლის მარტსა და სექტემბერში

    კონკურსის პირველი საფეხური იქნება საქართველოში, გავცემთ რეკომენდაციას სტუდენტებისთვის და დაგეხმარებით ყველა დოკუმენტის მოწესრიგებაში.
    📢 ჩვენი მხარდაჭერით ჩარიცხვის გარანტია 80-95% (ჩინეთის კოლეჯები, უნივერსიტეტები).
    📢 ყველა დეტალს და აპლიკაციის საფასურს გაეცანით ყურადღებით, შემდეგ შეავსეთ:


    🔔ჩვენი სტუდენტებისთვის ნებისმიერი პროგრამაზე მოქმედებს 80% ფასდაკლება.


    🔊 🕒 2024 წლის პირველი სასტიპენდიო კონკურსის აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 29 თებერვალი; 
    ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები იქნება ყოველ თვე.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: ✉️career@gyrsa.org ან დაემატეთ ჯირსას დახურულ, საკონსულტაციო ფეისბუქ ჯგუფში ჩინური ენისა და კულტურის მიმართულებით. 



  • განათლება და მოთხოვნები

    კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია მოსწავლე/სტუდენტი ფლობდეს აკადემური მოსწრების (ქულების) ამონაწერს, სკოლის ატესტატს, დიპლომს ან ცნობას უნივერსიტეტიდან მიმდინარე/შეჩერებული სტუდენტის სტატუსის შესახებ. 


  • გამოცდილება

    🔸ინგლისურენოვან პროგრამებზე, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სულ მცირე B1 დონეზე მაინც (IELTS, TOEFL).
    🔸ჩინური ენის დამწყებ პროგრამებზე, სასურველია ჩინური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე მაინც (HSK1,HSK2), პროგრამების მიხედვით.
    🔸სტუდენტს, რომელსაც აქვს ჩინური ენის გარკვეული დონე და სურს ჩინურენოვან პროგრამაზე სწავლა, სჭირდება ენის სერტიფიკატი B2 დონე მაინც (HSK4, HSK5)


  • შედეგი და უპირატესობა

    🔸ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიების ან ჩინური ენის შესწავლის შესაძლებლობა ჩინელ და უცხოელ  პედაგოგებთან ჩინეთის ტოპ უნივერსიტეტებში.
    🔸დასაქმების შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.
    🔸ჩინეთში გამგზავრების შესაძლებლობა გრძელვადიან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სრული დაფინანსებით.
    🔸სწავლის საფასურის დაზოგვა: აპლიკაციის საფასური იწყება 790 დოლარიდან და მერყეობს 1900 დოლარამდე, უნივერსიტეტების და სასწავლო პროგრამის, ან ხანგრძლივობის მიხედვით. საფასურის გადახდა ხდება ორ ნაწილად. ჩინეთის უნივერსიტეტის სრული დაფინანსება კი, შეადგენს დაახლოებით 20 000 ლარს 1 წლის განმავლობაში. 

    ჩვენს მომსახურებაში შედის: 

    🔸სტუდენტის დოკუმენტების განხილვა და ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის შერჩევა, სადაც აპლიკაციას ექნება სტიპენდიის მოპოვების ყველაზე მეტი შანსი (ჩვენს საკონსულტაციო გუნდთან წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი პროგრამა და უნივერსიტეტი არის თუ არა ჩვენი პარტნიორი)

    🔸უნივერსიტეტთან კომუნიკაცია, აპლიკაციის შევსება

    🔸ჩვენი ოფიციალური რეკომენდაციები სტუდენტისთვის პარტნიორ უნივერსიტეტში, რაც ზრდის სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობას.

    🔸სტუდენტის საკონკურსო ესსეს იდეის მოფიქრება, სტუდენტის მიერ დაწერილი ესსეს, Study Plan ან სხვა მსგავსი დოკუმენტის რედაქტირება და საკონკურსო "დამუშავება" (ინგლისურად, ჩინურად) 

    🔸უნივერსიტეტისგან მოთხოვნილ სხვა დამატებით დოკუმენტებზე მუშაობა

    🔸ჩინეთიდან DHL-ით ჩარიცხვის ორიგინალი დოკუმენტების გამოგზავნის მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში)

    🔸კონსულტაცია - სტუდენტის ჯანმრთელობის ცნობის შედგენაზე შესაბამის კლინიკაში, ჩინეთის სამგზავრო ბილეთების შეძენის შესახებ, ჩინეთში ცხოვრებისთვის საჭირო აპლიკაციების შესახებ 



    ჯირსა, 
    გისურვებთ წარმატებას!

    იკვლიე, ისწავლე და დაგეგმე შენი კარიერა, ჩვენთან ერთად!

  • აპლიკაციის საფასური

    2,100ლ

Dead Line Expired

ინფორმაცია

  • კომპანია

    GYRSA
  • სფერო

    განათლება
  • სამუშაოს ტიპი

    project based
  • ანაზღაურება

    ⛔️
  • მდებარეობა

    ჩინეთი
  • აპლიკაციის დახურვის თარიღი

    29 Feb 2024